„თავდაცვის კოდექსში" შესატანი ცვლილებები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მეორე მოსმენით განიხილეს

დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „თავდაცვის კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, მომხსენებელმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ კომიტეტის წევრებს ის ცვლილებები და შესწორებები გააცნო, რომელიც პროექტმა პირველი მოსმენის შემდეგ განიცადა.

„როგორც მომხსენებელმა საკითხის განხილვისას განმარტა, ცვლილებების პროექტი დისტანციურ სწავლებაზე მყოფ სტუდენტებისთვის ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალ მიდგომას, სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით სასამართლოში გასაჩივრების ვადების დაჩქარებას, სამხედრო სამსახურში მყოფ წვევამდელის შვილის შეძენის შემთხვევაში სამსახურის გაგრძელების საკითხებს და მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების პროცედურებს არეგულირებს.

კომიტეტის წევრებმა „თავდაცვის კოდექსში" შესატან ცვლილებებს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭრეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ