პარლამენტმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანას - 78 ხმით მხარი დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, ცვლილებით, 2 წლით გახანგრძლივდება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმოსარგებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის ვადა. ასევე 2 წლით გახანგრძლივდება რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და ამ საფასურის გადახდის წესის დამტკიცების ვადა.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად ავითარებს სამელიორაციო სისტემებს რეგიონებში და წელს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებით დაიწყო 300 მილიონზე მეტი ღირებულების საირიგაციო პროექტები სხვადასხვა რეგიონში, რომელიც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს საირიგაციო სისტემების მოდერნიზებას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

„პარალელურად მიმდინარეობს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბების პროცესი იმისათვის, რომ ამ ყველაფერმა სისტემურად კარგად იმუშაოს რეგიონებში. შესაბამისად, საქართველოს მელიორაციას სჭირდება დამატებითი ვადები იმისთვის, რომ განსაზღვრული ტარიფებიდან გამომდინარე სისტემურად გაიმართოს მთლიანად წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების მუშაობა და ამ ყველაფერს მიებას გაწეული მომსახურების ტარიფების სისტემაც. ამისთვის კი, აუცილებელია, რომ ყველგან მოეწყოს შესაბამისი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძები, განისაზღვროს თითოეული მომხმარებლისთვის მიწოდების წერტილი და გარკვეული ტექნიკური საკითხები გადაწყდეს. ბუნებრივია, ამ ყველაფერზე მუშაობა მომდევნო წლებში აქტიურად გაგრძელდება", - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება