ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს მინისტერიალი დაიწყო

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთოს მინისტერიალი დაიწყო. მინისტერიალში ორგანიზაციის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები მონაწილეობენ. სკოპიეში იმყოფება აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ღონისძიებაზე დასასწრებად ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

მინისტერიალის ფარგლებში 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპისა და მეზობელი რეგიონების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. მათ შორისაა უკრაინის ომი და მიგრაციის საკითხები.

მინისტერიალს პროტესტის ნიშნად არ ესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. დმიტრო კულება ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს, მასში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასწრების გამო. უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ ბალტიის ქვეყნები და სკოპიეში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას არც ისინი იღებენ.

ეუთო-ს მინისტერიალს ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

მინისტერიალი 1-ელ დეკემბერს დასრულდება.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა