საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისლანდიელ კოლეგას შეხვდა

ქალაქ სკოპიეში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ისლანდიელ კოლეგას, ბიარნი ბენედიქტსონს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ საქართველო-ისლანდიას შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და განიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები.

„ხაზი გაესვა საქართველოს ინტერესს ნორდიკულ ქვეყნებთან კავშირების განმტკიცების კუთხით.

კოლეგებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსოფლიოს მასშტაბით არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე აუცილებელია პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისლანდიას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკომისიის მხრიდან გაცემული რეკომენდაციის მნიშვნელობას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. იმედი გამოითქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ქვეყანა დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება