აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი - მზად ვართ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ - საჭიროა ახალი ინიციატივების მიღება და ჩვენ მზად ვართ მათ მხარი დავუჭიროთ

ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ განაცხადა.

„როგორც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკი, აზიის განვითარების ბანკი (ADB) თავის წევრებს, მათ შორის საქართველოს, მტკიცედ უჭერს მხარს კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის კოლექტიურ მოქმედებაში. ჩვენ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) ფარგლებში უკვე ორ ათწლეულზე მეტია, 20 წელია ვთანამშრომლობთ. საჭიროა ახალი ინიციატივების მიღება და ჩვენ მზად ვართ მათ მხარი დავუჭიროთ. რეალურად რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივა ჩვენი ქარტიის მთავარ ნაწილს წარმოადგენს. ეს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ასე რომ, ჩვენ გვსურს ამ მიმართულებით, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) საქმიანობას მხარი დიდი მონდომებით და ძლიერი ენთუზიაზმით დავუჭიროთ. ჩვენ ასევე მზად ვართ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ, რადგან იგი აძლიერებს სოციალურ სერვისებს და აფართოებს სატრანსპორტო ქსელებს, რამდენადაც რეალურად შუა დერეფნის განვითარებაში საქართველოს როლი იზრდება. მადლობა თბილისს მასპინძლობისთვის და მოუთმენლად ველი მომავალ წელს, მომავალ მაისს, როდესაც საქართველო აზიის განვითარების ბანკის (ADB) მომდევნო ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს“, - განაცხადა მასაცუგუ ასაკავამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო