ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამერიკელი მედიაექსპერტები სტუმრობდნენ

ამერიკელი მედიაექსპერტები, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები - ბილ სილკოკი, კენ ფოსკეტტი და აშშ-ის საელჩოს საგრანტო და უმაღლესი განათლების პროგრამების კოორდინატორი სოფიო ბზიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს შეხვდნენ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრაზე სტუმრებმა და ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა საქართველოსა და აშშ-ს კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. მხარეებმა ასევე შეაჯამეს ბსუ-ში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული საგრანტო პროექტები.

„ვიზიტის ფარგლებში ამერიკელმა მედიაექსპერტებმა, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვალტერ კრონკაიტის ჟურნალისტიკის სკოლის პროფესორებმა - ბილ სილკოკმა და კენ ფოსკეტტმა საჯარო ლექციები წაიკითხეს ტრადიციული და ციფრული მედიის გამოწვევებზე. ორი დღის განმავლობაში ამერიკელმა მედიაექსპერტებმა ბსუ-ს სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მოქმედ ჟურნალისტებს ისეთი აქტუალური საკითხები გააცნეს, როგორებიცაა: „თავისუფალი პრესის მოდელი სამართლიანი არჩევნების გაშუქებისთვის“, „დეზინფორმაცია“, „სოციალური მედია ჟურნალისტიკის სწავლებაში“ და „საგამოძიებო ჟურნალისტიკა“. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ვორკშოფი, ამერიკელმა პროფესორებმა მსმენელებს მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს და მათ აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.

ღონისძიება ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, სამაგისტრო პროგრამის „ციფრული მედია და ინოვაციები“ ხელმძღვანელმა ინგა შამილიშვილმა, აშშ-ის საელჩოს საგრანტო და უმაღლესი განათლების პროგრამების კოორდინატორმა სოფიო ბზიშვილმა გახსნეს, უნივერსიტეტსა და აშშ-ს საელჩოს შორის ნაყოფიერ და წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ერთობლივი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის, რელიგიისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრის პროფესორ ბილ სილკოკს გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და არის ციფრულ მედიაში აღიარებული სახელმძღვანელოს „ახალი ამბები: ვიზუალური ისტორიების თხრობა ციფრულ ეპოქაში“ თანაავტორი, მიჰყავს ლექციების კურსები ლიდერობის, ციფრული ჟურნალისტიკისა და ჟურნალისტური ეთიკის თემებზე.

არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი, გამომძიებელი რეპორტიორის და რედაქტორის ჯილდოს მფლობელი, პროფესორი კენ ფოსკეტტი The Atlanta Journal-Constitution -ში 32 წლის მანძილზე მუშაობდა გამომძიებელ ჟურნალისტად და გამოძიების უფროს რედაქტორად. ის არის ატლანტას პრესკლუბის დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, იელის კოლეჯისა და კოლუმბიის ჟურნალისტიკის სამაგისტრო სკოლის კურსდამთავრებული.

არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები - დოქტორი ბილ სილკოკი და კენ ფოსკეტტი ბსუ-ს აშშ-ს საელჩოს მედია განათლების პროგრამის MEDIA EDUCTION PROGRAM (MEP) ფარგლებში ეწვივნენ, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით 2020 წლიდან ახორციელებს. თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკელ მედიაექსპერტებს ბსუ-მ უკვე მესამედ უმასპინძლა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა