ირაკლი ღარიბაშვილი - მას შემდეგ, რაც ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალურ პროგრამას შეუერთდა 2016 წელს საქართველო, დაახლოებით, 3 000 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია იქნა მობილიზებული ქვეყანაში

ნება მომეცით ხაზი გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამისა და აზიის განვითარების ბანკის გადამწყვეტ როლს რეგიონალური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში - აღსანიშნავია, რომ ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში განხორციელებულ უამრავ პროექტსა და ღონისძიებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ, რაც ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალურ პროგრამას შეუერთდა 2016 წელს საქართველო, დაახლოებით 3 000 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია იქნა მობილიზებული ქვეყანაში.

„მინდა გულთბილად მივესალმო აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს - მის აღმატებულებას ბატონ ასაკავას, პატივცემულ მინისტრებს, წევრი ქვეყნების დელეგაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ძალიან სასიამოვნოა ყველას მოგმართოთ ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის მინისტრთა 22-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე თბილისში.

2023 წელს საქართველოს ჰქონდა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ამ რეგიონალური პროგრამის თავმჯდომარეობის პატივი და რადგან ეს წელი მთავრდება, სიამაყით ვაცხადებ, რომ წარმატებით შევასრულეთ ჩვენზე დაკისრებული მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა სახელმწიფო უწყებას და პირს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში.

მალე - 2024 წელს - აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას სიხარულით ვუმასპინძლებთ თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება გამორჩეულ პლატფორმად წარმოჩინდება რეგიონალური და გლობალური განვითარების საკითხებისა და შეთავაზებულ გადაწყვეტათა განხილვისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, ნება მომეცით ხაზი გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამისა და აზიის განვითარების ბანკის გადამწყვეტ როლს რეგიონალური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში. აღსანიშნავია, რომ ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში განხორციელებულ უამრავ პროექტსა და ღონისძიებაში. მას შემდეგ, რაც ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალურ პროგრამას შეუერთდა 2016 წელს საქართველო, დაახლოებით 3 000 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია იქნა მობილიზებული ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო