შალვა პაპუაშვილი - პარლამენტი და ხელისუფლება 9 რეკომენდაციაზეც ისევე კეთილსინდისიერად და წარმატებით იმუშავებს, როგორც 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით იმუშავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გაცემულ 9 რეკომენდაციაზე საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება ზუსტად ისევე კეთილსინდისიერად და წარმატებით იმუშავებს, როგორც იმუშავა 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით.

„მალე დავაინფიცირებთ ზოგიერთ საკითხს, რომელიც გაწერილია ამ სამუშაო გეგმაში საკანონმდებლო ცვლილების სახით. ამ პროცესში ოპოზიციას, რა თქმა უნდა, შეუძლია მონაწილეობა და დახმარება საქართველოს ხელისუფლების, ამიტომ, თუკი ვინმეს სურს კონსტრუქციული თანამონაწილეობა და სურს, რომ დაგვეხმაროს 9 რეკომენდაციის შესრულებაში, რა თქმა უნდა, მათთვის კარი ღიაა“, -განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, სამუშაო გეგმა მომზადდა უწყებათაშორისი კომისიის მიერ, სადაც სრულად იყო ჩართული, როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის, სასამართლოს და სხვა უწყებების წარმომადგენლობა.

პაპუაშვილის თქმით, სამოქმედო გეგმა მთავრობამ ევროკომისიას გაუგზავნა, მათთან არის კომუნიკაცია და საბოლოო ჯამში, ამ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, გეგმის ყველა ნაწილი გასაჯაროვდება. ამასთან, აღნიშნა, რომ განწყობა აქვთ ოპტიმისტური იმ მხრივ, რომ გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური.

„რაც შეეხება უნგრეთის მხარდაჭერას, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ უნგრეთი მხარს დაგვიჭერს. ამაზე პირდაპირ განაცხადა, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ისე პარლამენტის თავმჯდომარემ“, - განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის