გიორგი ვაშაძე „სირცხვილს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ თსუ-ს რექტორი სტუდენტებს უფლებას არ აძლევს, პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პეტიციას - „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ

ძალიან სირცხვილია, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ თსუ-ს რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, მის მიერ ინიცირებულ პეტიციას -„ჩვენი ხმა ევროპას“ ხელი მოაწერონ.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, საზოგადოებამ ამ ყველაფერს არჩევნებზე უნდა უპასუხოს, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ გაბედოს მსგავსი პოლიტიკური მითითების მიცემა.

„ევროპელობის არაფერი სცხია, როდესაც პოლიტიკური დავალების გამო, თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც დამოუკიდებელი უნდა იყვნენ, ვერ მოდიან შეხვედრებზე პრეზიდენტთანაც კი, აღარაფერს ვამბობ ოპოზიციასთან შეხვედრებზე. სირცხვილია, როცა სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებზე პირდაპირი ძალადობა მიდის, რომ მათ თავისუფალი ნება არ გამოავლინონ. ამ ყველაფერს უნდა ვუპასუხოთ ჩვენ არჩევნებით, რომ გავიმარჯვოთ, შევქმნათ მართლაც დამოუკიდებელი თვითმმართველობა, დამოუკიდებელი საგამოძიებო ცენტრები, რომ აღარასდროს, არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ გაბედოს მსგავსი პოლიტიკური მითითების მიცემა და მეორე, არ არსებობდნენ იქ ადამიანები, რომლებიც ამ პოლიტიკურ მითითებებს შეასრულებენ. მაგალითად, როგორც კი უნივერსიტეტში პირდაპირი წესით მოხდება არჩევა, მაშინ ასეთი დავალება ვეღარ იქნება. სანამ უნივერსიტეტის რექტორს უნივერსიტეტის საბჭოსთან ერთად, განათლების სამინისტრო ნიშნავს, მანამდე ამ საკითხს არ ეშველება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, „გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას“. როგორც პრეზიდენტმა მიერ ინიცირებულ პეტიციასთან დაკავშირებით -„ჩვენი ხმა ევროპას“ აღნიშნა, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა სხვა საკითხია, სახელმწიფო ინტერესები კი სხვა და ის ყველა სივრცეში თავისუფალი უნდა იყოს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო