„ჯითისი ჯგუფი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

„ჯითისი ჯგუფი“, რომელიც 2010 წლიდან საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში, ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საყალიბე სისტემებს, სამშენებლო ფანერებს, კოჭებს, დგარებს, ხარაჩოებსა და სხვადასხვა დანიშნულების სამშენებლო მასალას. „ჯითისი“ ასევე აქტიურად მუშაობს ყალიბის საინჟინრო და საკონსულტაციო მომსახურებაზე, მონოლითის სამუშაოების ოპტიმიზაციაზე, საყალიბე და უსაფრთხოების სისტემების საიჯარო მომსახურებასა და პროექტში დასაქმებული პერსონალის გადამზადებაზე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას ჰყავს სერტიფიცირებული ინჟინრები და ყალიბის სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მონოლითის შესრულების მთლიანი ციკლის დაგეგმვას, განხორციელებას და მონიტორინგს. კომპანიაში დასაქმებულია 280-ზე მეტი ადამიანი.

2018 წლიდან „ჯითისი“ საქართველოში საყალიბე ინვენტარის წამყვანი მწარმოებლების ოფიციალურ დილერს ავსტრიულ ბრენდს „დოკას“ (Doka) წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს თანამშრომლობა უფრო გაღრმავდა და "ჯითისის" მიენიჭა საქართველოში დოკას ექსკლუზიური დისტრიბუტორის სტატუსი.

„მივესალმებით კომპანია „ჯითისის“ მის მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. აღსანიშნავია, რომ "ჯითისის' მონაწილეობით მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და მასშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები აშენდა. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და პროდუქტიული იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა