თეონა აქუბარდია - შამბასა და ყოლბაიას დიალოგი დაემთხვა ენგურზე სამუშაოებს და ხიდის გახსნაზე საუბარს - აქამდე პოლიტიკა იყო პირდაპირი ფორმატები არ გვქონოდა, იწყება თუ არა პოლიტიკის ცვლილება, რომელიც სადღაც კულუარებში იძერწება?!

შამბასა და ყოლბაიას დიალოგი დაემთხვა ენგურზე სამუშაოებს და ხიდის გახსნაზე საუბარს - აქამდე პოლიტიკა იყო პირდაპირი ფორმატები არ გვქონოდა. იწყება თუ არა პოლიტიკის ცვლილება, რომელიც სადღაც კულუარებში იძერწება?! - ასე ეხმიანება პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრ, ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

აქუბარდია აღნიშნავს, რომ პრობლემაა არაფორმალური პოლიტიკა და ის, რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, იცვლის თუ არა საქართველო პოლიტიკას პირდაპირ დიალოგთან დაკავშირებით.

„გაკვირვებული ვარ, როგორ დაემთხვა დროში ეს ონლაინ დიალოგი ხიდის გახსნის საკითხს, ენგურზე სამუშაობს, რაც ჩვენ ვნახეთ და საუბარს ხიდის გახსნაზე. მე წინააღმდეგი დიალოგის არ ვარ, მათ შორის, ბჟანიას მხრიდან იყო შემოთავაზება პირდაპირ დიალოგზე, რაზეც ხმა არ ამოუღია „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ძალიან უცნაური იყო, ფორმა როგორ გასაჯაროვდა და რა დროს ამ ონლაინ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია. პოლიტიკა აქამდე იყო ის, რომ „ქართული ოცნება“ დიალოგზე შეთავაზების პასუხად დუმდა და უცებ ვხედავთ, რომ დიალოგი დისტანციურად შედგა. შესაბამისად, მე მაქვს კითხვები პოლიტიკასთან დაკავშირებით. იცით, რომ პოლიტიკა არ განახლებულა და დეოკუპაციის ხედვა არ არსებობს, არც სტრატეგია განახლებულა. იცვლება პოლიტიკა, როცა ამ ტიპის დიალოგის შესახებ ვიგებთ, თუ არ იცვლება? განაახლა მიდგომა „ქართულმა ოცნებამ“ თუ არ განაახლა? ძალიან უცნაურ დროში მოხდა ამ სიახლის გავრცელება. აქ ლაპარაკის პრობლემა კი არა, პოლიტიკის პრობლემაა. ეკონომიკის კუთხით დიალოგი ყველაზე უწყინარი რამ არის, რაზეც შეიძლება ისაუბრო, მაგრამ როცა აქამდე პოლიტიკა იყო, რომ ამ ტიპის ფორმატები არ უნდა ყოფილიყო, ახლა რა ხდება და იწყება თუ არა პოლიტიკის ცვლილება? პოლიტიკაა საინტერესო და როცა ვხედავთ, რომ პოლიტიკა სადღაც კულუარებში ისე იძერწება, რომ პარლამენტმა არ იცის, მთავრობის ძალიან ბევრმა წევრმა არ იცის, არაფორმალური პოლიტიკა არის მთავარი პრობლემა და დრო, რა დროსაც ეს ხდება,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრ, ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა