შალვა პაპუაშვილი სიმონიანის განცხადებაზე - რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა, ეს იცის ყველამ - საქართველოს მოქალაქეებმა, უცხოელმა პარტნიორებმა - ასე რომ, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს, მნიშვნელობა არ აქვს

რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა, ეს იცის ყველამ - საქართველოს მოქალაქეებმა, უცხოელმა პარტნიორებმა. ასე რომ, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს, მნიშვნელობა არ აქვს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველო „გასაოცრად ადეკვატურად იქცევა“ სანქციებთან მიმართებით.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლებისთვის, როდესაც მას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და პროპაგანდისტები აქებენ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი ძალისთვის განმსაზღვრელი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების აზრია.

„მთავარი არის, რომ ჩვენ გვაქებდნენ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ სწორედ ამ შექებას და მხარდაჭერას ვგრძნობთ საქართველოს მოქალაქეებისგან, ვინაიდან მათი ინტერესებით ვმოქმედებთ და ის, რაც ჭეშმარიტებაა, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს რა მნიშვნელობა აქვს?! რუსეთის რომელიმე წარმომადგენელმა დღეს რომ თქვას, მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო, ჩვენ ვთქვათ რომ არაა?! შევეწინააღმდეგოთ?! ის, რაც არის ჭეშმარიტება, რომ სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა, ეს იცის ყველამ - საქართველოს მოქალაქეებმა, უცხოელმა პარტნიორებმა, ასე რომ ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ეს არის ჭეშმარიტება და ამას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა.

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხისგან მივიღოთ კომპლიმენტები და ქართველი ხალხი გავახაროთ. სხვა ვინ რას ამბობს, ეს ჩვენთვის რელევანტური არ არის. ამიტომ რეაქცია არ გვაქვს ხოლმე, როდესაც უსამართლოდ გვაკრიტიკებენ, ვინც არ უნდა იყოს, რეაქცია არ გვაქვს, თუკი ჩვენი არაკეთილმოსურნე გვაქებს. ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენთვის მთავარი განმსაზღვრელია საქართველოს მოქალაქეები რას ფიქრობენ, რას აკრიტიკებენ და რას გვიწონებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა სოცილურ ქსელ X-ში (ტვიტერი) „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადება გააზიარა, რომლის თქმითაც, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება და სინამდვილეში სანქციების საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებას ნიშნავს. სიმოანიანმა სოციალურ ქსელში მდინარაძის აღნიშნული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა. „კარგი იქნებოდა სომხეთიც რომ ასე იქცეოდეს“,- განაცხადა სიმონიანმა.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება