შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არც მელიაა, არც ხაბეიშვილი - მათი პრობლემაა, რომ მოქმედებენ სხვისი კარნახით, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ

„ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არ არის არც მელია, არც ხაბეიშვილი, სახელები და გვარები, მათი პრობლემა არის, რომ ისინი არ არიან საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მთავარი პრობლემა ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ აქვთ დამოუკიდებელი მოქმედების არეალი, მოქმედებენ სხვისი კარნახით, არათუ ქართველი ხალხის ინტერესების საფუძველზე, არამედ მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ეს არის პრობლემა. ვინ იქნება ხელმძღვანელობაში, როგორი სტრუქტურა ექნებათ, ამას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვიდრე მათი ლიდერი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში ასარევად შემოაპარეს. როცა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვსაუბრობთ, ასეთ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს