არჩილ თალაკვაძე - რუსეთიდან გაკეთებული განცხადებები თუ ვინმეს უხარია, ოპოზიციაა - მდინარაძეს აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა და მისი განცხადება საქართველოს ეროვნულ ინტერებთან შესაბამისი იყო

რუსეთიდან გაკეთებული განცხადებები თუ ვინმეს უხარია, ოპოზიციაა - მდინარაძემ გაახმოვანა ის პოზიცია, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვამბობთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც მამუკა მდინარაძის განცხადებაზე რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის შეფასებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, საქართველო „გასაოცრად ადეკვატურად იქცევა“ სანქციებთან მიმართებით.

თალაკვაძის თქმით, მდინარაძის განცხადება ქვეყნის ინტერესების შესაბამისი იყო და მას გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს.

„რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები თუ ვინმეს უხარია და ახმოვანებს ამას, ესაა რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული მედია. რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, მან გააკეთა საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი განცხადება და გაახმოვანა ის პოზიცია, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვამბობთ, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენ შევძელით დაგვეცვა მშვიდობა, ეკონომიკური ზრდის მიღწევა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესის მიღწევა. ეს არის ის სამი ძირითადი საკითხი, რაც დღეს არის უკვე ისტორია და რის გადაწერაც არ შეუძლია არც ერთ განცხადებას, ვის მიერაც არ უნდა იყოს ის გაკეთებული. მდინარაძეს აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა და მისი განცხადება იყო საქართველოს ეროვნულ ინტერებთან შესაბამისი. რუსეთის ოფიციალურ პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე პირველ სიხარულს რადიკალური ოპოზიცია გამოხატავს, რაც ვფიქრობ, რაღაცაზე მიანიშნებს. რადიკალურ ოპოზიციაში არიან ადამიანები, ვინც პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასებს და რუსეთთან არიან დაკავშირებული შემოსავლებით. ვინც პირველი ეხმიანება სიხარულით, იმ ადამიანებისთვის არის გამიზნული ეს განცხადებები”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა სოციალურ ქსელ X-ში (ტვიტერი) „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადება გააზიარა, რომლის თქმითაც, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება და სინამდვილეში სანქციების საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებას ნიშნავს. სიმოანიანმა სოციალურ ქსელში მდინარაძის აღნიშნული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა. „კარგი იქნებოდა სომხეთიც რომ ასე იქცეოდეს“,- განაცხადა სიმონიანმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო