ლევან დავითაშვილი მედიას - არ გაინტერესებთ მნიშვნელოვანი ფორუმი და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, გინდათ სკანდალის შექმნა - ყველა პლატფორმაზე მივიღებთ მონაწილეობას, სადაც საქართველოს ინტერესების გამოხატვას შევძლებთ

უმნიშვნელოვანესი ფორუმია, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების ცენტრალური აზიის, კავკასიის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, იმ კავშირების აღდგენა და გამყარება, რომელზეც ამ კონფერენციის ფარგლებში არის საუბარი ეკონომიკური განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.

„საქართველო პირველად მასპინძლობს ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) კონფერენციას, პირველად არის საქართველო თავმჯდომარე ქვეყანა და ჩვენთვის პატივია, რომ საქართველოში გვყავს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციები. უმნიშვნელოვანესი ფორუმია, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების ცენტრალური აზიის, კავკასიის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან. კავშირების აღდგენა და კავშირების გამყარება, რომელზეც საუბარია ამ კონფერენციის ფარგლებში არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების კუთხით. ჩვენ ვისაუბრებთ ასევე 2030 წლის კლიმატის ქვეყნებზე, თითოეულ ქვეყანას გააჩნია კლიმატის ცვლილების შემცირების საკუთარი სტრატეგია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსსასაზღვრო რეგიონული თანამშრომლობა ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით, რომელიც მათ შორის, ითვალისწინებს კლიმატის მიზნებს, რომელიც საერთაშორისო დონეზე ქვეყნებს აქვთ აღებული, როგორც ვალდებულება. ამ კუთხით კონფერენცია ვფიქრობ, ძალიან სასარგებლოდ ჩაივლის, რადგან საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი და კომპლექსური გეგმა კლიმატის შერბილების კუთხით და ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც საკმაოდ აგრესიულია ჩვენს შემთხვევაში. ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს 3 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციები აქვს განხორციელებული", - განაცხადა დავითაშვილმა.

მან ასევე, უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველო ყველა პლატფორმაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ქვეყნის ინტერესების გამოხატვა იქნება შესაძლებელი.

„თქვენ არ გაინტერესებთ საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები პარტნიორებთან, არ გაინტერესებთ ის მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც საქართველოში იმართება, არ გაინტერესებთ საქართველოს ეკონომიკური პროგრესი და შესაბამისად, შესაძლო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, თქვენ გინდათ მხოლოდ სკანდალის შექმნა, რომელიც არ გამოგივათ. საქართველო მიიღებს მონაწილეობას ყველა იმ პლატფორმაზე, რომელზეც ჩვენ შევძლებთ საქართველოს ინტერესების გამოხატვას",- მიმართა ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებს.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა