მამუკა მდინარაძე - ოდნავ მაინც რაიმე პოზიტიური კავშირი რომ არსებობდეს რუსეთთან, ქებას კი არ დაგვიწყებდნენ - კარგად იციან, რომ ამ რაკურსში მათი განცხადებები მხოლოდ შეიძლება აზიანებდეს „ქართულ ოცნებას“

ოდნავ მაინც რაიმე პოზიტიური კავშირი რომ არსებობდეს (რუსეთთან), ქებას კი არ დაგვიწყებდნენ - კარგად იციან, რომ ამ რაკურსში მათი განცხადებები მხოლოდ შეიძლება აზიანებდეს „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მისი განცხადების თაობაზე, რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის შეფასების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით თავად სიმართლეს ამბობს და ვინც არ უნდა მოიწონოს ეს, არ აინტერესებს.

„მოვახერხე ნიშნავს, რომ ძალიან ვეცადე, ეს თქვენი ინტერპრეტაციაა. ჩვენ ასე კარგად არ ვიცნობთ რუსულ ინფორმაციას, პრესას და მათ გამონათქვამებს ყოველ დილით არ ვეცნობით, ეცნობით თქვენ და მოდი, ასე დავსვათ შეკითხვა, როგორ ხერხდება ის, რომ რუსი პროპაგანდისტები ცდილობენ მოიწონონ ჩვენი განცხადებები და ამით თქვან, რომ ჩვენ რუსეთი მოგვწონს და იმავეს აკეთებს „ნაცმოძრაობის“ კლასტერი. ანუ პროპაგანდა, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ პრორუსულია და მას მოსწონს რუსეთი აქვს რუსულ და „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდას. ოდნავ მაინც რაიმე პოზიტიური კავშირი რომ არსებობდეს, ქებას კი არ დაგვიწყებდნენ, კარგად იციან, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ ჭრილში, ამ რაკურსში მათი განცხადებები მხოლოდ შეიძლება აზიანებდეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და ზოგადად, „ქართულ ოცნებას“. ამის მიუხედავად რომ „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდას ხელს უწყობენ, ეს მოსაკითხი ამბავია. შეიძლება დამთხვევა იყოს ან არ იყოს და სპეციალურად აკეთებდნენ ამას. ამიტომ ყოველ დილას რუსული პრესის გაცნობას გირჩევთ თავი დაანებოთ, დიახ, სანქციების დაწესება დააზიანებდა და დააზიანებს მხოლოდ ქართველებს, ახლა ეს ვინც არ უნდა მოიწონოს, სულ რომ ჩრდილო კორეა იყოს ან ოკუპანტი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელი, ეს მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს სიმართლე”, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა სოციალურ ქსელ X-ში (ტვიტერი) „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადება გააზიარა, რომლის თქმითაც, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება და სინამდვილეში სანქციების საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებას ნიშნავს. სიმოანიანმა სოციალურ ქსელში მდინარაძის აღნიშნული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა.

„კარგი იქნებოდა სომხეთიც რომ ასე იქცეოდეს“,- განაცხადა სიმონიანმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო