ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე - მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ადგილობრივი თანამდებობის პირები არიან ჩვენი გუნდის წარმომადგენლები - წავიდეს წალენჯიხაში და დახვდება მისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი წალენჯიხის მერი

მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ადგილობრივი თანამდებობის პირები არიან ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები. მას შეუძლია წავიდეს წალენჯიხაში და მისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი დახვდება, წალენჯიხის მერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობდა, რომ კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში, რეგიონებში შეხვედრებისას, მას მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები არ ხვდებოდნენ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ბუნებრივია, რომ ეს ადამიანები არ იღებენ მონაწილეობას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შესაბამის კამპანიაში.

„ზოგადად, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ადგილობრივი თანამდებობის პირები არიან ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები. მას შეუძლია წავიდეს წალენჯიხაში და მისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი დახვდება, წალენჯიხის მერი. რაც შეეხება ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს, ისინი რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს არ ხვდებიან, ხომ ლოგიკურია?! სალომე ზურაბიშვილი რა კამპანიასაც აწარმოებს, ხომ ვიცით ამის პოლიტიკური მოტივი რაცაა, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კამპანიების გაგრძელება. სინამდვილეში, ეს ხომ მთლიანად პოლიტიკური კამპანიაა. სისულელეა, ხელმოწერების შეგროვება იმ პირობებში, როცა კომისიის დასკვნა არსებობს და 15 დეკემბერს იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მორიგი კამპანია და ამაში როგორ შეიძლება ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა მიიღონ მონაწილეობა ანუ „ნაცმოძრაობას“ გაუმაგრონ კამპანიები ჩვენი პოლიტიკური გუნდი წარმომადგენლებმა?! ეს იქნება არასწორი და ბუნებრივია, ეს ადამიანები არ იღებენ მონაწილეობას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შესაბამის კამპანიაში. ეს არის იაფფასიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მორიგი კამპანია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა და მისთვის გაუგებარია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები რომ არ ხვდებიან პრეზიდენტს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში,ისინი ჩადიან ადგილზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის