თინა ბოკუჩავა - სახიფათო და დაუშვებელია ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ჩარევის გარეშე გაიმართოს, ეს პრეცედენტი „ოცნებას“ არ უნდა დაეშვა - დეოკუპაციის საკითხები ჟენევის ფორმატში უნდა განიხილებოდეს

ერთადერთი ფორმატი, სადაც უნდა განიხილებოდეს საქართველოს დეოკუპაციის საკითხები, მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, არის ჟენევის ფორმატი - პარტნიორების ჩარევის გარეშე მოლაპარაკებები ძალიან სახიფათოა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ თავის დროზე არ უნდა დაეშვა რუსეთთან ორმხრივი ფორმატი (კარასინი-აბაშიძის ფორმატი).

რაც შეეხება ახალ ფორმატს, რომელზეც შამბა საუბრობს და შეიძლება განიხილავდნენ, ბოკუჩავას თქმით, მნიშვნელოვანია, რა იქნება ოფიციალური თბილისის პასუხი.

„ერთადერთო ფორმატი, სადაც უნდა განიხილებოდეს საქართველოს დეოკუპაციის საკითხები, მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, არის ჟენევის ფორმატი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ფორმატი, პრაქტიკულად, უმოქმედოა და ამ დროს კონტრფორმატებს გვთავაზობს „რუსული ოცნება“ მათ შორის, იმ ორმხრივი ფორმატის სახით, რომელიც შეიქმნა „რუსული ოცნების“ ინიციატივით. ჩვენ ვფიქრობთ, ეს ძალიან სახიფათო და დაუშვებელია, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან დასავლელი პარტნიორების ჩარევის გარეშე გაიმართოს მოლაპარაკებები, ეს არის სახიფათო პრეცედენტი, რომელიც „ოცნებას“ არასდროს არ უნდა დაეშვა და ახლა ვფიქრობთ, ამის გაფართოებაც კი შეიძლება განიხილებოდეს, თუ ამას ღიად აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი, თუმცა, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება ოფიციალური თბილისის პასუხი”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, აფხაზეთის უშიშროების ე.წ. საბჭოს მდივანმა მდივანმა სერგეი შამბამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესა და უმაღლესი საბჭოს წევრთან, ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო