შარლ მიშელი - ევროპას თავდაცვითი კავშირი სჭირდება

ევროპას თავდაცვითი კავშირი სჭირდება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დრო მოვიდა თავდაცვის კავშირი შექმნან ერთიან თავდაცვით ბაზართან ერთად.

„ჩვენი ევროპული კონტინენტი უნდა გავაძლიეროთ, ვაჩვენოთ ძალა და თავდაცვა. ამიტომ ჩვენი ევროპული თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ. უფრო ძლიერი და ბრძოლისუნარიანი ევროპული თავდაცვა პოზიტიურ წვლილს შეიტანს გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში, რომლის საფუძვლადაც ნატო რჩება“, - განაცხადა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროპული თავდაცვის იდეა ახალი არაა, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა და უსაფრთხოების სფეროში სულ უფრო არასტაბილურმა გარემომ მას „ახალი აქტუალურობა“ მისცა.

„ამიტომ ჩვენ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ უსაფრთხოების პარადიგმის დღევანდელ ცვლილებებს. ვინაიდან ომი უკვე ჩვენს კართანაა, ჩვენი ამბიციები ამ აქტუალურობას უნდა შეესაბამებოდეს.

პირველ რიგში, ვაგრძელებდეთ უკრაინელი ერისადმი ჩვენს ურყევ სამხედრო დახმარებას. უკრაინის უსაფრთხოება - ჩვენი უსაფრთხოებაა. მთელი ჩვენი უსაფრთხოებაა. მეორე რიგში, ჩვენი ევროპული თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ. დღეს, ხვალ და მომავალში,” - განაცხადა მიშელმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო