პარლამენტმა „პროკურატურის შესახებ" კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო

პარლამენტმა „პროკურატურის შესახებ" კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონპროექტი დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარუდგინა.

„პროკურატურაში წესდება პირველი, მეორე და მესამე რანგი. რანგირების სისტემა ერთიანი იქნება გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის. რანგირებას მხოლოდ პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი დაექვემდებარებიან.

ცვლილებით განისაზღვრა, რომ პროკურატურის პრაქტიკანტებს უმაღლესი იურიდიული განათლების ფლობა არ მოეთხოვებათ.

ასევე განისაზღვრა, რომ პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს წოდებისათვის დადგენილ სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი; პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება კი შეიძლება მოიცავდეს რანგის დანამატს.

მიღებული ცვლილების თანახმად, პროკურატურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში უნარჩუნდება, მათ შორის, წოდებისათვის დადგენილი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. პროკურორს და პროკურატურის გამომძიებელს კი, მათ შორის, ასევე უნარჩუნდება რანგის დანამატი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს