USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში - ენერგეტიკული საპილოტე პროექტების კონკურსს აცხადებს კერძო სექტორისთვის

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში - ენერგეტიკული საპილოტე პროექტების კონკურსს აცხადებს კერძო სექტორისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას USAID-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, განაცხადების კონკურსი ცხადდება საქართველოში USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.

„USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას შემდეგი გზებით: (i) ეფექტიანი გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება და მმართველობა; (ii) კერძო სექტორის ინვესტიციების წილის გაზრდა ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოებაში (მათ შორის ქარის, მზის და ჰიდროენერგეტიკის ჩათვლით); (iii) საქართველოს ინსტიტუციების შესაძლებლობების განვითარება შიდა ენერგეტიკული ბაზრების ეფექტიანი და მდგრადი მართვისთვის; და (v) კიბერსაფრთხეების მიმართ ენერგეტიკის სექტორის მდგრადობის გაუმჯობესება.

პროგრამა, კონკურსის საშუალებით მიმდინარე წელს შეარჩევს 9 ენერგეტიკული საპილოტე პროექტის განაცხადს და განახორციელებს კერძო სექტორთან თანამშრომლობით.

ენერგეტიკული საპილოტე პროექტის არეალი უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის ძირითად მიმართულებებს, როგორებიცაა ენერგოეფექტურობა, მოთხოვნის და ენერგიის მართვის სისტემები და დივერსიფიცირებული, მდგრადი, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება.

კერძო სექტორის ჩართულობით, პროგრამა შეარჩევს და დახმარებას გაუწევს იმ საპილოტე პროექტების განხორციელებას საქართველოს მასშტაბით, რომლებიც ხელს შეუწყობენ მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებით და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით შეამცირონ წარმოების ხარჯები.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნას ტექნიკური საკონსულტაციო ან/და მატერიალური მხარდაჭერა შერჩეული პროექტებისთვის.

კერძო სექტორთან მჭიდრო პარტნიორობის მეშვეობით, პროგრამა წაახალისებს უფრო ეფექტურ და მდგრად გადაწყვეტებს ენერგეტიკულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას.

პროგრამის მატერიალური თანამონაწილეობა თითეულ საპილოტე პროექტის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი ინვესტიციის 50%-ს, რომელიც თანხობრივად არ უნდა იყოს 100 000 აშშ დოლარზე მეტი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 7 დეკემბერი.

განცხადების ბმული:“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო