ილია დარჩიაშვილი - რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ 2008 წელს, 2014 წელს უკრაინული ყირიმის ანექსიამ და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიამ საფრთხე შეუქმნა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს

რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ 2008 წელს, 2014 წელს უკრაინული ყირიმის ანექსიამ და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიამ საფრთხე შეუქმნა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჰელსინკის ფინალური აქტის ფუნდამენტური პრინციპები და ძირითადი დებულებები გამუდმებით და უხეშად ირღვევა, მაშინ როდესაც ეუთო თავის 50-ე წლისთავს უახლოვდება.

რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ 2008 წელს, 2014 წელს უკრაინული ყირიმის ანექსიამ და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიამ საფრთხე შეუქმნა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და რეგიონში უსაფრთხოებას. ამას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა გადასახლებულიყო. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან ერთად დგომას და ვიმეორებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ურყევს მხარდაჭერას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, საქართველო მშვიდობის ერთგულია და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ეძებს, რომელიც ორ ბოძს დაეყრდნობა - რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და გაყოფილი თემების შერიგებას.

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, როგორც ფორმატი, კონკრეტულ როლს თამაშობს, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ რუსეთი მოახდენს 2008 წლის აგვისტოს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას, იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებას, და სხვა უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების მოგვარებას, რომლებიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან გამომდინარეობს.

საქართველო პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს თანამშრომლობას პროგრესისთვის და ხალხისთვის კონკრეტული შედეგებისთვის.

საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული პოზიცია უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ რუსეთმა აგრესია შეწყვიტოს, საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს, თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სცეს პატივი და უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ძალები გაიყვანოს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია