1-ელ დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „მონოგრაფში", პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის -„ინოვაციების ხელშემწყობი ინსტრუმენტების განვითარების საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით" სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
მის: თბილისი, პუშკინის ქუჩა 5/7
1 დეკემბერს, 10:00 საათზე, „არგენტინის სახლი საქართველოში“ გამართავს პრესკონფერენციას, არგენტინის კორპორატიული ბანკის Creditanstalt-ის ლიდერის, ოფიციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლუის რამირესისა და „B.S.C.“-ს კომპანიის მფლობელისა და ხელმძღვანელის, ლუსიო ბერნასკონის საქმიანი ვიზიტის შესახებ თბილისის, დედოფლისწყაროს, გორის, ქუთაისის, თერჯოლის, ტყიბულის, მარტვილის, სენაკის, ხობის, ფოთის, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში.
მის: თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქ. N7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი.
საკონტაქტო: ნიკოლოზ პატარქალიშვილი - 555 90 32 48; 555 13 37 32
1-ელ დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიხსნება ორდღიანი რეგიონული კონფერენცია: „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“.
გამომსვლელებს შორის არიან: UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში, დაგლას უები; საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე; საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის სახალხო დამცველები.
მის: თელავის ქ. 20
საკონტაქტო: სოფო ჭიჭინაძე - 599 196907; ელენე საყვარელიძე - 599 003944
1-ელ დეკემბერს, 10:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში, გიგა ბოკერიას და გიორგი ნონიაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: „სერგეი შამბასა და ვახტანგ ყოლბაიას საუბარი“.
მის: ბარნოვის 40
საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; თორნიკე კობახიძე - 591 99 45 96
1-ელ დეკემბერს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე, თემურ ცამციშვილი და კაფე-ბარ „სავანეს“ მესაკუთრე, გიორგი ტურაბელიძე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას განცხადებით მიმართავენ.
თემა: „მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სავარაუდო კორუფციული დარღვევებით გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშორებით და მოითხოვენ საქმეზე გამოძიების დაწყებას“.
მის: ქუთაისი გრიგოლ აბაშიძის #20 (ქუთაისის პროკურატურა)
საკონტაქტო: თემურ ცამციშვილი - 595 11 45 04
1 - ელ დეკემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართება.
ადგილი: საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
1-ელ დეკემბერს, 11:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
მის: თელავის ქ. #20
საკონტაქტო: ნინი ხუგაშვილი - 599 87 27 77
1-ელ დეკემბერს, 12:00 საათზე, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და საქართველოს ევანგელისტური ეკლესია გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას, სადაც მედიის წარმომადგენლებს მიაწვდიან ინფორმაციას ევანგელისტური ეკლესიისა და მისი პასტორის, ზაალ ტყეშელაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმის შესახებ.
მის: ო. ხიზანიშვილის 228 (შესასვლელი ცენტრალური გზიდან - ხიზანიშვილის ქუჩიდან), საქართველოს ევანგელისტურ ეკლესია.
საკონტაქტო პირი: საბა სუთიძე, TDI-ს იურისტი 551 14 16 05
1-ელ დეკემბერს, 13:00 საათზე, გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით: „კულტურის ხმა - დისკუსია ევროპულ გამოცდილებაზე“.
მის: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
1-ელ დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ორგანიზებით დაწყებული სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპის მიმდინარეობას თბილისის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კახაბრიშვილი გაეცნობიან.
მის: მედეა ჯუღელის N1 („ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ)
საკონტაქტო პირი: 593 61 66 70
1-ელ დეკემბერს, 13:00 საათზე, „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი პენსიონერებს შეხვდება.
დეპუტატი შეხვედრას იურისტების გუნდთან ერთად გამარათავს და საპენსიო სესხებთან დაკავშირებით პენსიონერებს იურიდიულ კონსულტაციას/დახმარებას გაუწევს.
მის: რუსთავი. ზვიად გამსახურდიას ბაღი
საკონტაქქო: 599 30 36 36
1-ელ დეკემბერს, 14:00 საათზე, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ორგანიზებით, შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია და კონფერენცია გაიმართება, სადაც სტატისტიკას გააჟღერებენ და მოხსენებებს დარგის სპეციალისტები გააკეთებენ.
მის: სასტუმრო „შერატონ მეტეხი გრანდ პალასი. თელავის ქ. 20.
საკონტაქტო: 577100830. 555100999
1-ელ დეკემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, გაიმართება შეხვედრა ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით ეროვნული ვალდებულებების შესრულების დაჩქარების მნიშვნელობის შესახებ.
საკონტაქტო პირი: სალომე ბენიძე, 577 211 300