გიორგი ამილახვარი ბრიუსელში ევროპული განათლების რიგით მე-6 სამიტზე მთავარი მომხსენებლის სტატუსით წარდგა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

განათლების სამინისტროს ცნობით, მინისტრმა მთავარი მომხსენებლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო ევროპული განათლების რიგით მე-6 სამიტში, რომლის მთავარი თემა იყო „ევროპული განათლების სივრცე – რეალობა ყველასთვის‘‘.

ინფორმაციის თანახმად, სამიტი ევროკომისარმა ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ილიანა ივანოვამ გახსნა.

„დამსწრე საზოგადოების წინაშე ასევე წარდგნენ მოლდოვის განათლებისა და კვლევის მინისტრი დან პერჩუნი და უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე იევჰენ კუდრიავეცი.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე და ყურადღება გაამახვილა, აღნიშნული გამოწვევების დაძლევის კუთხით, ევროკავშირის მხრიდან განათლებისა და მეცნიერების სფეროების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოში განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო და განაცხადა, რომ ეს რეფორმები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ევროკავშირის საგანმანათლებლო სტანდარტებთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.

რეფორმებზე საუბრისას გიორგი ამილახვარმა განსაკუთრებით გამოყო განათლების ბიუჯეტის უპრეცედენტო ზრდა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერა, პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა და სისტემაში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, ასევე სტიპენდიატთა რაოდენობისა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება და დისტანციური სწავლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები.

მინისტრის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერა. კერძოდ, აქტიურად გრძელდება მუშაობა, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ერთობლივი ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების კუთხით.

როგორც გიორგი ამილახვარმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მომავალი წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ემატება ახალგაზრდობის მიმართულება. მან სრული მზაობა გამოთქვა ამ კუთხით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

მინისტრი საქართველოსთვის, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყნისთვის, Erasmus + პროგრამის ყველა კომპონენტის ხელმისაწვდომობის საკითხსაც შეეხო. მან დაადასტურა სრული მზაობა Erasmus+ პროგრამის ყველა კომპონენტის განხორციელებისთვის საჭირო ვალდებულების აღების მიმართულებით. გიორგი ამილახვარის თქმით, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებული ინიციატივები, უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს ქართველ სტუდენტებს, ევროპელ თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა