ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და თვითდასაქმების პროექტის მონაწილე დევნილ ქალბატონებს საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი და სერტიფიკატები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, სილამაზის ინდუსტრიისა და ხელნაკეთი ნივთების დამზადების შემსწავლელი კურსების მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი და სერტიფიკატები გადაეცათ.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით განახორციელა.

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და თვითდასაქმების პროექტის ფარგლებში შერჩეული 8 დევნილი ქალბატონიდან, ოთხმა სასწავლო კურსი „Natali Academy“-ში, ხოლო ოთხმა მონაწილემ ხელნაკეთი ნივთების შესწავლა ზუგდიდში, ირდას სახელოსნოში გაიარა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ქაზიმ ქართალი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი თუბა ოზუთოქი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, სამინისტროსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს