1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“

1 დეკემბერს, შიდსის მსოფლიო დღეს, შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) წარმომადგენლობა საქართველოში შეახსენებს მსოფლიოს, რომ ბრძოლა აივ/შიდსის პანდემიასთან ჯერ არ დასრულებულა. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება, უფლებადამცველები პატივს მიაგებენ ყველას, ვინც შიდსთან დაკავშირებულ დაავადებებს შეეწირა, მხარს დაუჭერენ მათ, ვინც ბრძოლას აგრძელებს და აერთიანებენ ადამიანებს მთელ სოფლიოში აივ/შიდსის დასამარცხებლად.

მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, აივ/შიდსზე გლობალური რეაგირება სერიოზული საფრთხეების წინაშე დგას, მათ შორისაა: არასაკმარისი დაფინანსება, ყოველწლიურად ახალი 1.3 მილიონი აივ ინფექციის გამოვლენის სახიფათოდ მაღალი მაჩვენებლები, 630 000 აივ/შიდსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა და, არასაკმარისი საპასუხო ქმედებები, განსაკუთრებით, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში.

გასული წლების მსგავსად, 2023 წლის შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაც უერთდება. წელს აქტივობები მიმართული იქნება ახალგაზდების ცნობიერების ამაღლებისკენ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საინფორმაციო თემატური შეხვედრა, დარიგდება საინფორმაციო მასალები და ნებისმიერი მსურველისთვის ჩატარდება აივ ინფექციაზე სწრაფი და ანონიმური ტესტირება. „შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება და მიზნად ისახავს მთავარი გზავნილის შეხსენებას, რომ მხოლოდ საზოგადოების გაერთიანებით არის შესაძლებელი შიდსის პანდემიის დამარცხება. ახალგაზრდების ინფორმირებულობა და ჩართულობა ამ მხრივ განსაკუთრებულ როლს თამაშობს.“ - აღნიშნავს შიდსის ჯანდაცვოს ფონდის საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი, ნინო ხეთაგური.

ყოველწლიურად, 1 დეკემბერს, შიდსის მსოფლიო დღეს, აივ/შიდსის აქტივისტებს შესაძლებლობას აძლევს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით გააძლიერონ გლობალური რეაგირება, ებრძოლონ მავნე სტიგმასა და დისკრიმინაციას, რაც ხელს უშლის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით მცხოვრებ ადამიანებს ტესტირებისა და მკურნალობის სერვისების მოძიებაში, და მოუწოდონ მთავრობებს მთელ მსოფლიოში, უზრუნველყონ ხელმისაწვდომი რესურსები და პოლიტიკური ნება აივ/შიდსთან საბრძოლველად. შიდსის მსოფლიო დღეს მსოფლიოს უნდა ახსოვდეს შიდსი ჯერ არ დასრულებულა.

შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) არის გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს უახლესი სამედიცინო მომსახურებისა და ადვოკატირების გაწევას 1.9 მილიონზე მეტი ადამიანისთვის მსოფლიოს 45 ქვეყანაში: აშშ-ში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში/კარიბში, აზიაში/წყნარი ოკეანის რეგიონში და ევროპაში. სადღეისოდ, ჩვენ ვართ აივ/შიდსთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების მსოფლიოში ყველაზე დიდი არაკომერციული მიმწოდებელი. AHF-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.aidshealth.org, მოგვძებნეთ Facebook-ზე: www.facebook.com/aidshealth და გამოგვიყევით Twitter-ზე: @aidshealthcare და Instagram: @aidshealthcare.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა