ლევან იოსელიანი ინფორმაციაზე, რომ პრეზიდენტს სტუდენტებისთვის ლექციების ჩატარების უფლება არ ეძლევა - პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს.

აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ირღვევა თუ არა პრეზიდენტის უფლება, როცა გავრცელებული ინფორმაციით, მას სტუდენტებთან შეხვედრის და საჯარო ლექციის ჩატარების საშუალება არ ეძლევა.

„პრეზიდენტს ყველგან აქვს შესვლის უფლება და ყველასთან აქვს შეხვედრის უფლება. კონკრეტულად ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ვინ უთხრა უარი და რა მიზნისთვის. ინფორმაცია არ მაქვს“,- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის სტუდენტებს უკრძალავს მაგიდის დადგმას და პეტიციაზე ხელის მოწერას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა სხვა საკითხია, სახელმწიფო ინტერესები კი სხვა საკითხია და ის ყველა სივრცეში თავისუფალი უნდა იყოს.

თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში პრეზიდენტის ბრალდება უარყო.

თუმცა მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდა და სტუდენტებს შეხვდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შესასვლელთან დამონტაჟებული იყო ბანერი წარწერით: „ჩვენი ხმა ევროპას“, აქვე განთავსებულია მაგიდა ფურცლებით, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პეტიციაზე ხელი მოეწერათ. პრეზიდენტი სტუდენტებს ესაუბრა და პეტიციაზე ხელმოწერის პროცესსაც დააკვირდა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რამდენიმე უნივერსიტეტმა სტუდენტებთან საჯარო ლექცია დაუბლოკა. მათ შორის, არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტს უარი ეთქვა თბილისის სახელმწიფო უინივერსიტეტში საჯარო ლექციის ჩატარებაზეც. აღნიშნულის თაობაზე თსუ-ის მხრიდან განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს