„ნიუ ჰოსპიტალსი“ და „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანება“ საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ

2 დეკემბერს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ და „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ ორგანიზებით მე-3 სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება. ღონისძიება „შერატონ მეტეხი პალასში“ 10:00 საათზე გაიხსნება და არაერთ აქტუალურ მოხსენებას უმასპინძლებს.

კონფერენციის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ოფთალმოლოგები ისაუბრებენ დარგში არსებულ გამოწვევებსა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე. ღონისძიებას გახსნან „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ოფთალმოლოგი, პროფესორი ივა ბერაძე და „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ოფთალმოლოგი, „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ პრეზიდენტი, პროფესორი ოლეგ გოლოვაჩოვი. მოხსენებებით წარდგებიან „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“, „კლინიკა ოფთალმიჯის" და „ავერსის კლინიკის“ წამყვანი სპეციალისტები. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ „მორფილდის თვალის კლინიკის“ პროფესორი კით ბარტონი, „ლიუბლიანას საუნივერსიტეტო კლინიკის“ პროფესორი მარკო ჰაულინა, „ტეხასის უნივერსიტეტის“ ოფთალმოლოგი რიჩარდ ალენი, „როჩესტერის უნივერსიტეტის“ ოფთალმოლოგი მილინდ ნაიქი და უცხოეთიდან მოწვეული სხვა სპეციალისტები.

მე-3 სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში მიკროქირურგიის მეთოდების ფუძემდებლის, პროფესორ ჯიმშერ ანთელავას დაბადებიდან 95 წლისთავს მიეძღვნება. „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ მიერ გამართული კონფერენცია ტრადიციულად საინტერესო სამეცნიერო შეკრებებით გამოირჩევა, აერთიანებს წამყვანი ოფთალმოლოგების მოხსენებებს და წარმოადგენს ცოდნის გაზიარების უნიკალურ პლატფორმას.

(R)

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება