გუბაზ სანიკიძე - ისეთი „სტაბილურობა“, როგორიც „ქართულ ოცნებაშია“, მე ვიცი ერთადერთი სასაფლაოზე და ეგ ჩემმა მტერმა ინატროს - ოპოზიციის ერთი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის კომპლექსითაა დაავადებული და ბოდვას თავი დაანებონ

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უნდათ ცვლილება, ასე გაგრძელება არ უნდათ, რადგან უპერსპექტივოა ასე გაგრძელება. პატარა პარტიები უნდა გამსხვილდნენ, კოორდინაციაში უნდა მოვიდნენ, რადგან ეს ჩვენს ამომრჩეველს სწორი არჩევანის გაკეთებას გაუმარტივებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში პატარა პარტიები უნდა დამთავრდეს.

„ოპოზიცია, რა თქმა უნდა, საუკეთესო ფორმაში არ არის და ეს ბუნებრივიც არის, რადგან არჩევნებამდე 1 წლით ადრე ყოველთვის ასე არის ხოლმე, რომ რაღაც სასტარტო მდგომარეობაზე გადის ოპოზიციაც, ხელისუფლებაც და ამომრჩეველიც. ოპოზიცია შეეცდება ფორმაში შევიდეს. მე ვფიქრობ, ორი მიმართულებით იმუშავებს - ჯერ იქნება საკუთარი ძალების მოკრება, ფორმაში ჩადგომა, საპროგრამო თემები - ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინ რას შესთავაზებს ქართულ საზოგადოებას და მეორე ეტაპი იქნება ოპოზიციური კოორდინაცია, რადგან გარკვეული კოორდინაცია ოპოზიციას დასჭირდება. ეს არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს გეოპოლიტიკური არჩევნების არჩევანი იქნება - საით წავა საქართველო, დასავლეთისკენ გააგრძელებს გზას, თუ რუსეთისკენ მიბრუნდება.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უნდათ ცვლილება, ასე გაგრძელება არ უნდათ, რადგან უპერსპექტივოა ასე გაგრძელება. პატარა პარტიები უნდა გამსხვილდნენ, კოორდინაციაში უნდა მოვიდნენ, რადგან ეს გაუმარტივებს ჩვენს ამომრჩეველს გააკეთონ სწორი არჩევანი. პატარა პარტიები უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში, უნდა გამსხვილდნენ, საშუალო და ცნობადი მაინც უნდა გახდნენ“, - განაცხადა სანიკიძემ.

ის, ასევე, გამოეხმაურა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს და აღნიშნა, რომ პარტიაში პროცესების მიმდინარეობა მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ის ცოცხალი ორგანიზმია.

„ისეთი „სტაბილურობა“, როგორიც „ქართულ ოცნებაშია“, მე ვიცი ერთადერთი ადგილი, სადაც ასეთი სტაბილურობაა - ეს არის სასაფლაო. სასაფლაოზე სიწყნარე და სიმშვიდე უნდა ინატროს ადამიანმა, მაგრამ ჩემმა მტერმა ინატროს ეგ. ქვეყანაში პოლიტიკის განხილვის დროს საუბრობენ, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და გამოდის, რომ „ქართულ ოცნებას“ აღელვებს „ნაციონალური მოძრაობა“. თუ ასეთი მაგრები არიან და თუ ასეთი დაცემულია „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, რატომ ნერვიულობენ და ყოველდღე, დილიდან საღამომდე რატომ საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემებზე? რაც შეეხება თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ სიტუაციას - გადაწყვეტენ, სჯობს ეს პრობლემები ახლა გადაწყდეს, ვიდრე გაზაფხულზე იჩინოს თავი“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ამასთან, გუბაზ სანიკიძის შეფასებით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც იძახიან, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხამს წყალს, ადასტურებენ საკუთარ სისუსტეს, უსუსურობას და კომპლექსს.

„ვურჩევ დაანებონ თავი ამ ცრუ ზღაპრებს, ეს არის სრული სიბრიყვე. ადამიანი ასეთ სისულელეს რომ ბოდავს, რომ სხვა მიშლის ხელს ჩემს ბედნიერების მოწყობაშიო, ის პოლიტიკოსი არ არის. ჯერ იძახდნენ, რატომ არ ჩამოდისო, შემდეგ რატომ ჩამოვიდაო. "ამირან გულში მღეროდაო" - წესიერების საკითხია, ამას ვერ იტყვიან, თორემ შეიძლება ფიქრობენ, საერთოდ რატომ არის ცოცხალი მიხეილ სააკაშვილიო. დაანებონ ამ ბოდვას თავი. ყველა, ვინც ამას ლაპარაკობს, ადასტურებს თავის სისუსტეს და უსუსურობას და კომპლექსს. მიხეილ სააკაშვილის კომპლექსით არის დაავადებული ოპოზიციის ერთი ნაწილი და ვერ გამოდის ამ კომპლექსიდან. მიშა კი არ არის მათი პრობლემა, არამედ მათი პრობლემებია მათი პრობლემა“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა