პაატა მანჯგალაძე - მეგონა, ლავროვის განცხადება „ქართული ოცნების“ შტაბში დაწერეს - ალილუია, რომ ოკუპაცია ახსენა დარჩიაშვილმა, მაგრამ ლაპარაკი არაფერს ცვლის, მთავარია, რას აკეთებ დეოკუპაციისთვის

მეგონა, ლავროვის განცხადება „ქართული ოცნების“ შტაბში დაწერეს - ალილუია, რომ ოკუპაცია ახსენა დარჩიაშვილმა, დუგინიც ამბობს ოკუპაცია ფაქტია და ვერ დავმალავთო,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ეუთო-ს მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.

მანჯგალაძის განცხადებით, მხოლოდ ოკუპაციაზე ლაპარაკი არაფერს არ ცვლის და „მთავარია როგორ ებრძვი ოკუპაციას”.

„ისეთ განცხადებებს აკეთებს აკეთებს „ქართული ოცნება“ 2008 წლის ომთან დაკავშირებით, მეგონა, ლავროვის განცხადება „ქართული ოცნების“ შტაბში დაწერეს, რადგან ამერიკელებმა წაგვახალისეს და ჩვენი ბრალიაო ომიო, ამას „ქართული ოცნებაც“ ამბობს. ლავროვს რა უნდა მოვთხოვო, ჯერ ჩემი ხელისუფლებისთვის არ მომითხოვია ამისთვის პასუხი. ალილუია, რომ დარჩიაშვილმა გამოსვლაში ოკუპაციაზე ილაპარაკა, მადლობა ღმერთს და გვიხარია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპაცია ახსენა. ოკუპაციას ისედაც ვერ დამალავ. აქ სხვა რამეშია საქმე, ოკუპაცია კი ახსენა დარჩიაშვილმა, მაგრამ როგორ ხდება ის, რომ ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, ის უფრო იღვწის იმისთვის, რომ გინტურის მკვლელებმა აგონ პასუხი, ვიდრე საქართველოს პარლამენტი, რომელიც ოპოზიციის ამ რეზოლუციაზე უარს ამბობს?! იმიტომ ხდება, რომ რუსეთი არ გააღიზიანონ. მონაწილეობაში კი არაა პრობლემა, იმაშია, როცა ლავროვთან დაჯდები, რას ეტყვი - მოსთხოვ თუ არა 2008 წლის შეთანხმების შესრულებას, მოითხოვ თუ არა ბორდერიზაციის შესრულებას, რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის რა შეთანხმებაც გვაქვს დადებული, შვეიცარიულმა კომპანიამ რომ უნდა გააკონტროლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთებს, ამის შესრულებას მოითხოვ თუ არა. ეუთო-ს მისია შეჩერებულია რუსეთის მოთხოვნით, რატომ არ უთხრა ლავროვს, თუ მშვიდობა გინდა და კაი კაცი ხარ, ეუთო-ს მისიას რატომ აჩერებო?! ის, რომ ოკუპაცია ახსენა დარჩიაშვილმა, დუგინიც გამოდის და ამბობს, ოკუპაცია ფაქტია, ვერ დავმალავთო და რა განსხვავებაა ახლა? ოკუპაციაზე ლაპარაკი არაფერს არ ცვლის, მთავარია როგორ ებრძვი ოკუპაციას, რას აკეთებ ამისთვის, რომ დეოკუპაცია მოხდეს,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო