ლუკა კურტანიძის განცხადებით, საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, სტუმრის სტატუსით ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს, „კარისკენ მიუთითეს და დაამცირეს“

ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებით, საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს და „კარისკენ მიუთითეს“.

როგორც კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს, როგორც მსოფლიო ჩემპიონი იმის ღირსი მაინც იყო, რომ „ასე დამამცირებლად არ მოქცეოდნენ“.

„დღეს ჭიდაობის ფედერაციაში საანგარიშო ყრილობა დაიწყო. როგორც მსოფლიო ჩემპიონს, ალბათ, მქონდა უფლება, თუნდაც სტუმრის სტატუსით დავსწრებოდი ყრილობას და მომესმინა რა ხდება, რა იგეგმება ოლიმპიური თამაშების წელს, რადგან სხვა თუ არაფერი გამიკეთებია ამ ქვეყნისთვის, ამ კუთხით მაინც ვთვლი, რომ რაღაც შევძელი... იმის ღირსი მაინც ვიყავი, ასე დამამცირებლად არ მომქცეოდნენ იმდენი ადამიანის წინაშე მაინც, არადა, ბორჯომის ხეობიდან ჩამოვედი... ჯერ პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მკითხა, რა გინდა აქ და მიმანიშნა, რომ ზედმეტი ვიყავი, შემდეგ დაუძახა გენმდივანს და ბატონ თამაზს მითითება მისცა. გენერალურმა მდივანმა მითხრა, რომ კანონით ყრილობაზე დასწრების უფლება არ მქონდა, კარებისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა... დავიბენი, რადგან არ ველოდი. შემრცხვა, ძალიან დამცირებული ვარ! ძალიან მეტკინა. რაღაც ვთქვი და წამოვედი!

გეკითხებით ყველას და პირველ რიგში, პრემიერ მინისტრს, რადგან ქვეყანას მთელი ცხოვრება შევწირე, მხოლოდ ჩემი ერი და სამშობლო იყო ჩემი ძალა - რა დავაშავე ისეთი, რომ ასე მამცირებენ?! იქაც, სადაც საქართველოს დიდებისთვის ნახევარი საუკუნე გავლიე?! ვფიქრობ, ასე არ შეიძლება! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია... მტკივნეულია ძალიან, მაგრამ უფალს მივენდობი... ალბათ, ესეც უნდა მივიღო?! ჭიდაობის ოჯახს კი ერთიანობას ვუსურვებ სამშობლო საქართველოსთვის“, - წერს ლუკა კურტანიძე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო