იაგო ხვიჩია - პოლიტიკურ პარტიებში მოდაშია დუმილით ბრძოლა - თავის დროზე დუმილის პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილმა აირჩია და მას ქართულ პოლიტიკაში მიმბაძველები გამოუჩნდნენ

პოლიტიკურ პარტიებში მოდაშია დუმილით ბრძოლა - თავის დროზე დუმილის პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილმა აირჩია და მას ქართულ პოლიტიკაში მიმბაძველები გამოუჩნდნენ, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ხვიჩიას თქმით, ქართული პოლიტიკა საყოველთაო მდუმარების პირობებშია, როცა პოლიტიკას შინაარსი არ გააჩნია.

„ყველა სდუმს! არავინ ლაპარაკობს საქმეზე! სდუმს გიორგი გახარია, სდუმს ნიკა მელია და “ნაციონალურ მოძრაობას“ ასე ებრძვის - ამბობენ, მელია პარტიიდან გავრიცხეთო და მელია ხმას არ იღებს. ასევე სდუმს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თითქოს რაღაცაზე ლაპარაკობს, მაგრამ ამ ლაპარაკს შინაარსი არა აქვს.

სდუმან პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, რადგან არ იციან მომდევნო მოწვევის პარლამენტში როგორ შევიდნენ - ამიტომ მივიდნენ დასკვნამდე, რომ დუმილი ოქროა და რომელიმე მომავალ პარტნიორ პარტიას რომ არ აწყენინონ, ხმას არ იღებენ.

დუმილით ვიმართებით! - ქართული პოლიტიკა დუმილით მიმდინარეობს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო