ილია დარჩიაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციაზე - პრემიერს ექნება გამოსვლა, მთავარი აქცენტები კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხება და ველოდებით, რომ ძალიან საინტერესო იქნება

კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივიდან დანახული, ნამდვილად არის მაღალი მნიშვნელობის მატარებელი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება გამოსვლა, მთავარი აქცენტებიც შესაბამისი იქნება და შეეხება კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და ესწრება გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად იღებს ამ კონფერენციებში მონაწილეობას, რადგან კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივიდან დანახული, ნამდვილად არის მაღალი მნიშვნელობის მატარებელი. შესაბამისად, საქართველო თანმიმდევრულად, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს იმ აღებული ვალდებულებების ფარგლებში კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ხელს უწყობს ამ საკითხების მოგვარებას მსოფლიო მასშტაბით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება გამოსვლა, მთავარი აქცენტებიც შესაბამისი იქნება, რომლებიც ეხება კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ძალიან საინტერესო იქნება“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო