პროგრამის - „თიბისი“ x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ფარგლებში შესაბამის კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

„თიბისი“ x USAID ტექნოლოგიური განათლების პროგრამის ფარგლებში Introduction to Python-ის, Advanced Python-ის, React-ის და iOS Development-ის კურსებზე რეგისტრაცია დაწყო.

როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კურსები განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე იმ პირებისთვის, ვინც უკვე ფლობს გარკვეულ ცოდნას და სურს უნარების განვითარება ამ მიმართულებით. სწავლის ხანგრძლივობა კურსების მიხედვით განსხვავებულია და 3 თვიდან 6 თვემდე გრძელდება. პროგრამები სრულად ფინანსდება „თიბისისა“ და USAID-ის მიერ.

გაეცანით კურსებს და გაიარეთ რეგისტრაცია 25 დეკემბრის ჩათვლით.

  1. iOS Development | რეგისტრაცია
  2. React | რეგისტრაცია
  3. Introduction to Python | რეგისტრაცია
  4. Advanced Python | რეგისტრაცია

პროექტი „თიბისი x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების მხარდაჭერა „თიბისისა" და მის პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებში.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროგრამები წარიმართება „თიბისის“ IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. შეხვედრები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონებში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.

„თიბისი“ x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ეს არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა ტექნოლოგიების სფეროში, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებულ მიმართულებებში,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი