ნინო თანდილაშვილი UNSDCF-ის განმახორციელებელი სამეთვალყურეო საბჭოს მეორე სხდომას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2021-2025 წლების ხელშეკრულების განმახორციელებელი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის წევრებს გარემოს დაცვის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მომავალი წლის პრიორიტეტები გააცნო.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირის პოლიტიკის გატარება ჩვენი დღის წესრიგის უმთავრესი ნაწილია. თითოეული გადადგმული ნაბიჯი მიმართულია ქვეყნის განვითარებისაკენ და საქართველოს იმ ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, რომელსაც ის ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხაზს უსვამს პოზიტიურ შედეგებს გარემოს დაცვის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. მიღწევები ასახულია ევროკომისიის ანგარიშში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

უწყების ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არსებულ შედეგებზე, სამრეწველო და სატრანსპორტო სექტორში ემისიების შემცირების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, სატყეო სექტორის განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, წყლის რესურსების მართვის, ასევე სამრეწველო ემისიების შესახებ მიღებულ კანონებზე.

„ნინო თანდილაშვილმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე და მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებზეც ისაუბრა. მინისტრის პირველმა მოადგილემ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობასა და გაეროს წარმომადგენლობას შორის გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2021-2025 წლების ხელშეკრულება (UNSDCF) 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა. ხელშეკრულება გაეროს ხუთწლიან სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას წარმოადგენს და განსაზღვრავს ორგანიზაციის თითოეული სააგენტოს მუშაობის ზოგად ჩარჩოს საქართველოში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო