აშშ ისრაელელებისთვის, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებს თავს ესხმიან, სავიზო შეზღუდვის დაწესებას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელელებისთვის, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებს თავს ესხმიან, სავიზო შეზღუდვის დაწესებას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, იმის შესახებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია შესაბამის აკრძალვაზე მუშაობს ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამ ნეთანიაჰუს გუშინ შემდგარ შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აცნობა.

ისრაელის მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ალბათობით განცხადებაში სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით დასახელებული იქნება მხოლოდ ადამიანთა რაოდენობა, ვისზეც აღნიშნული აკრძალვა გავრცელდება და არა მათი სახელები.

სტატიაში განმარტებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ამერიკის შეერთებული შტატების ვარაუდს, რომ მსგავსი ანონიმურობა შემაკავებელი მექანიზმის სახით იმუშავებს მათთვის, ვინც შესაძლოა განიხილავდეს პალესტინელებზე თავდასხმას, რომლებსაც არ ეცოდინებათ შეყვანილნი არიან თუ არა შავ სიაში. სავიზო აკრძალვა შესაძლოა უკვე მომავალ კვირას დაწესდეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ