იაგო ხვიჩია - ოლიგარქი არ მინდა პარტიაში, დაფინანსება მჭირდება - ხეირიანი ამბავი იქნება „ლელო“ რომ სწორად განკარგავდეს პოლიტიკურ ფინანსებს, რომელიც უხვად აქვს და ფლანგავს - მგონია, რომ „ლელო“ „ნაცებში“ უნდა შევიდეს

ოლიგარქი არ მინდა პარტიაში, დაფინანსება მჭირდება. ძალიან ხეირიანი ამბავი იქნება „ლელო“ რომ სწორად განკარგავდეს პოლიტიკურ ფინანსებს, რომელიც უხვად აქვს და ფლანგავს, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ლელოს“ ფინანსებს „გირჩი“ ეფექტურად გამოიყენებდა იმ მიზნისთვის, რომელიც „ლელოსაც“ აქვს.

„არ ვამბობ, რომ „ლელოში“ მინდა შესვლა. „ლელო“ მაინც ხარჯავს ფულს პოლიტიკაში და თან ტყუილად ხარჯავს. მე არ მაწყენდა ფული ჩემი იდეების გასავრცელებლად, მაგრამ არ დებს ის ჩემთან ფულს და არც ჩადებს. ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვთავაზობთ მომგებიან პირობას. „ლელოს“ შემთხვევაში ასე მოვიქეცით და ასე ვიქცევით“,- განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩიას მოსაზრებით, წინასაარჩევნოდ „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა შეუერთდეს.

„მართლა მგონია, რომ „ლელო“ „ნაცებში“ უნდა შევიდეს. მგონია, რომ „ლელოზე“ უკეთეს შენაძენს „ნაცები“ ცოტას თუ მოიპოვებენ. „ლელომ“ ის ფული, რომლის დახარჯვასაც წინასაარჩევნოდ აპირებდა, „ნაცებს“ უნდა მისცეს“,- აღნიშნა ხვიჩიამ.

მისივე შეფასებით, თუკი „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეხვალ მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა შეხვიდე.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის მიშასი. პარტიაში შიდა გადაადგილებები მეორეხარისხოვანია. თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეხვალ, ხაზარაძის ადგილას მიშას „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა შეხვიდე და რაციონალურად დახარჯო ფული. „ნაცები“ ორჯერ მეტ ხალხს შეიყვანენ „ლელოს“ ფულით. „ლელოს“ ხალხსაც შეიყვანენ“,- განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო