მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ვენესუელას მოუწოდებს, რომ გაიანასთან სასაზღვრო დავის გამო, საბრძოლო მოქმედებებისგან თავი შეიკავოს

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ვენესუელას მოუწოდებს, რომ გაიანასთან სასაზღვრო დავის გამო, საბრძოლო მოქმედებებისგან თავი შეიკავოს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„სასამართლო აღნიშნავს, რომ სიტუაცია, რომელიც ამჟამად სადავო ტერიტორიაზეა შექმნილი, არის ის, რომ ამ ტერიტორიას გაიანა მართავს და აკონტროლებს. ვენესუელამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც აღნიშნულ სიტუაციას შეცვლის“, - განაცხადა მსოფლიო სასამართლოს თავმჯდომარემ, ჯოან დონოჰიუმ.

ვენესუელა გაიანას ნავთობით მდიდარი რეგიონის, ესეკიბოს გამო ედავება.

ვენესუელის პრეზიდენტ, მადუროს მთავრობამ 3 დეკემბერს რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, სადაც ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მოსახლეობას ხმის მიცემა მოუწევს, ესეკიბოს რეგიონის ვენესუელის ნაწილად გამოცხადებას შეეხება.

ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ მსოფლიო სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, ხვალ რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო