ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მის თანამგზავრულ ოპერაციებში ჩარევა ომის გამოცხადებას ნიშნავს

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მის თანამგზავრულ ოპერაციებში ჩარევა ომის გამოცხადებას ნიშნავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„იმ შემთხვევაში, თუ აშშ შეეცდება სუვერენული სახელმწიფოს ლეგიტიმური ტერიტორია უახლესი ტექნოლოგიების უკანონო და უსამართლო გამოყენებით დაარღვიოს, მაშინ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა თავდაცვის მიზნით, საპასუხო ზომების მიღებას განიხილავს, რათა გაანადგუროს აშშ-ის ჯაშუში თანამგზავრების სიცოცხლისუნარიანობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ თავისი პირველი სამხედრო ჯაშუში თანამგზავრი 21 ნოემბერს წარმატებით გაუშვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო