იუსტიციის სამინისტრო უწყების მიერ გაწეული „სამოგზაურო-სამივლინებო“ ხარჯების თაობაზე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უწყების მიერ გაწეული „სამოგზაურო-სამივლინებო“ ხარჯების თაობაზე.

როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „კერძოდ, თვითმფრინავებისა და პილოტების ფონზე მომზადებულ მანიპულაციურ სიუჟეტში, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, საუბარია, რომ, თითქოსდა, სამინისტროს ხელმძღვანელობამ ექვს თვეში 7 მილიონ ლარამდე დახარჯა მივლინებებთან დაკავშირებულ ფრენებზე".

„განვმარტავთ, რომ სიუჟეტში ნახსენები თანხიდან 6,4 მილიონი ლარი არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ქვეყნის შიგნით მივლინებებისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც გულისხმობს 750 ამზომველის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიწის ნაკვეთების აზომვის მიზნით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილებასა და განთავსებას, ასევე, გადამზადება-ტრენინგებს, 64 მუნიციპალიტეტში მერიის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრებს. აღნიშნული ხარჯი გათვალისწინებულია სისტემური რეგისტრაციის ბიუჯეტში.

დღეის მდგომარეობით, მიწის რეფორმის ფარგლებში უკვე აზომილია 612 609 მიწის ნაკვეთი ჯამური ფართობით 194 530 ჰა და რეგისტრირებულია 482 190 მიწის ნაკვეთი ჯამური ფართობით 173 272 ჰა. მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო 2022 წელს, მოქალაქისათვის არის სრულიად უფასო და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში