გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციონერები ფულს იხდიდნენ იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიეღო ქვეყანას, ასეთი ოპოზიციის ჩართვა-არჩართვა 9 დათქმის შესასრულებელ სამუშაო ჯგუფში უინტერესო იქნება - ოპოზიცია დამარცხებულია!

ამერიკამაც და ევროპამაც გაიგო, რომ ოპოზიცია მავნებლობს. რამდენიმე ოპოზიციონერმა თქვა, რომ ოპოზიციონერები ფულს იხდიდნენ იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიეღო ქვეყანას. ასეთი ოპოზიციის ჩართვა-არჩართვა [9 დათქმის შესასრულებელ სამუშაო ჯგუფში], რა თქმა უნდა, უინტერესო იქნება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამოქმედო გეგმა,რომელიც ხელისუფლებამ ევროკავშირში გაგზავნა, რა თქმა უნდა, გამოქვეყნდება.

„ჩვენ ევროკავშირთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ის,რომ კანდიდატის სტატუსი რამდენიმე დღეში, ძალიან დიდი ალბათობით, საბოლოოდ გაფორმდება საქართველოსთან მიმართებაში და ის, რომ ამ პირობებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩმა სიხარული გამოთქვა სამოქმედო გეგმა რომ უკვე გადაგზავნილია ევროკავშირში, ეს ნიშნავს, იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს, პარტნიორებთან ერთად ეს რეკომენდაციები შესრულდეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომაც პოზიტიური ურთიერთობები გაგრძელდეს ევროკავშირთან. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი გადასაწყვეტია ჩაერთვებიან, თუ არ ჩაერთვებიან [სამუშაო ჯგუფში]. ოპოზიცია არის დამარცხებული. როგორც ქართულ ფილმშია „ახლა გინდა შეიტანე და გინდა გამოიტანე ეგ შენი რუმბივით გაგორებული ფალავანი“, ეს შეიძლება თქვა ახლა, ნაცმოძრაობაზე. ამერიკამაც და ევროპამაც გაიგო,რომ ოპოზიცია მავნებლობს. თვითონ, რამდენიმე ოპოზიციონერმა თქვა,რომ ოპოზიციონერები ფულს იხდიდნენ იმაში,რომ კანდიდატის სტატუსი არ მიეღო ქვეყანას.ასეთი ოპოზიციის ჩართვა-არჩართვა, რა თქმა უნდა, უინტერესო იქნება. ჩაერთვებიან? - კარგია, თუ არ ჩაერთვებიან, მაინც კარგია საქართველოსთვის”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო