ზურაბ აზარაშვილი - ფარმაცევტული რეფორმის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა,  350 მილიონ ლარამდე დაზოგეს

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტული რეფორმის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა, 350 მილიონ ლარამდე დაზოგეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაიაფდა, ზოგ შემთხვევაში 80%-თაც.

„როდესაც ახალი მისული ვიყავი სამინისტროში, წინა წლის იანვარში, პირველი საუბარი როდესაც მქონდა პრემიერთან, მაშინ, მისი იდეა იყო, რომ დეტალურად შემესწავლა თურქეთის ბაზრის გახსნის შესაძლებლობები და რამდენად ეფექტიანი იქნებოდა. პირველივე მთავრობის სხდომაზე, მოხდა შეთანხმება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა და იქიდან, ალტერნატიული, ზუსტად იგივე ხარისხის მედიკამენტები შემოსულიყო. მაშინაც იყო სპეკულაციები, რომ შემოიტანეს მაგრამ უხარისხოა, თურქეთში თითქოს უკონტროლოდ მიდიოდა წარმოება, ფალსიფიკაცია და ა.შ. მე წინა წლის მარტში ვიყავი თურქეთში, რადგან ადგილზე, თავად დავრწმუნებულიყავი როგორი მარეგულირებელი ჰყავს და ძალიან მკაცრი სხვათა შორის, ვიტყოდი, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაზეც მკაცრი. ვნახე რა პირობებში იწარმოება იქ მედიკამენტები, დავრწმუნდი და თავდაჯერებულად გავაგრძელე რეფორმაზე მუშაობა. დღეს ვხედავთ, რომ წამლები მნიშვნელოვნად გაიაფდა, ზოგ შემთხვევაში 80%-თაც“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, თურქეთიდან შემოსულმა მედიკამენტებმა, კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნებიდან შემოსულ მედიკამენტების ღირებულებაზეც მოახდინა გავლენა.

„დღეს უკვე ძალიან ბევრ მედიკამენტზე, თურქეთიდან არის იმპორტირებული თუ სხვადასხვა ქვეყნიდან ფასები თითქმის გათანაბრებულია და 2-ჯერ და 3-ჯერ გაძვირებული ფასის გადახდა ჩვენს მოქალაქეებს აღარ უწევთ. პარალელურად, მიმდინარე წელს დავიწყეთ რეფერენტული ფასების რეფორმა, რომელიც უკვე წლის ბოლომდე ძირითად ნაწილზე გავრცელდება.

საერთო ჯამში, აღნიშნული რეფორმების შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ რომ 300-დან 350 მილიონ ლარამდე ნაკლების გადახდა მოუწიათ ჩვენს მოქალაქეებს მედიკამენტებში. ეს დამეთანხმებით საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაზოგია და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა რაც გავაკეთეთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე