შალვა პაპუაშვილი - როგორი პროგრესიც არ უნდა გვქონდეს სხვადასხვა მიმართულებით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ამოცანაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს ეხმიანება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, პროგრესის მიუხედავად, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ამოცანაა.

„3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ჩვენმა ხელისუფლებამ 2017 წელს შშმ პირთა უფლებები საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრა, ხოლო 2020 წელს შშმ პირთა უფლებების შესახებ მიღებულმა ახალმა კანონმა შესაძლებლობის ახალი კარი გახსნა.

დღეს, როდესაც რამდენიმე დღეა დარჩენილი ევროპული საბჭოს მხრიდან საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე, განსაკუთრებულად აღსანიშნავია შშმ პირთა როლი და ერთგულება ამ პროცესებისადმი. განსაკუთრებით, ჩვენი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების, ვინც მსოფლიოს ცხელ წერტილებში იცავდნენ გლობალურ მშვიდობას და დღეს, როგორც წარმატებული პარასპორტსმენები, საერთაშორისო დონეზე ასახელებენ ჩვენს სამშობლოს.

მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში - სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა იზრდება 10 მილიონი ლარით, რაც რეკორდული ზრდაა და გახდება 76 მილიონი. ამ პროგრამის ქვეპროგრამები ქმნიან მდგრად და ძლიერ სერვისებს სხვადასხვა საჭიროების შშმ პირებისთვის, ასევე, სოციალური პაკეტის მატება შეეხება ყველა კატეგორიის შშმ პირს.

მაგრამ როგორი პროგრესიც არ უნდა გვქონდეს სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ამოცანაა, ხოლო სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების გარანტიას, თავად შშმ პირთა მონაწილეობით და ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილებები ქმნიან”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე