ემანუელ მაკრონი - ისრაელის მიზანი თუ „ჰამასის“ სრული განადგურებაა, მაშინ ომი ათი წელი გაგრძელდება

ისრაელის მიზანი თუ „ჰამასის“ სრული განადგურებაა, მაშინ ომი ათი წელი გაგრძელდება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, „სწორი პასუხი“ ტერორისტული დაჯგუფების ქმედებებზე არ არის „მთლიანი ტერიტორიის განადგურება“ ან „სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა“.

„თუ ეს [„ჰამასის“ განადგურება] არის მიზანი, მაშინ ომი ათი წელი გაგრძელდება“, - განაცხადა მაკრონმა.

მან ისრაელის მთავრობას მოუწოდა ამ ბრძოლაში „თავისი მიზანი დააზუსტოს“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა „გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ძალისხმევების გაორმაგება, ყველა მძევლის გათავისუფლება, რომლებიც ჯერ კიდევ ჰყავს „ჰამასს“ და ღაზას მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდება, რომელსაც ასე სასწრაფოდ საჭიროებენ“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო