შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს უერთდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს შშმ პირთა უფლებების დაცვას. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლიდან, ყოველწლიურად შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მტკიცდება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა“, რომლის იმპლემენტაციის მიზნით უწყებამ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა და ხელშესახებ შედეგებს მიაღწია. ასეთია: თანამშრომლების გადამზადება, შენობებისა და სერვისების მისაწვდომობის უზრუნველყოფა, საგანგებო სიტუაციებში შშმ პირთა საჭიროებების უკეთ გათვალისწინება და სხვა.

„სამოქმედო გეგმების შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობენ საკონსულტაციო ჯგუფის წევრები, რომელიც ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის თაობაზე“ შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 1-ელი ივლისის N1/22 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. საკონსულტაციო ჯგუფში გაწევრიანებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც განსაზღვრულია სამოქმედო გეგმაში გაწერილი აქტივობების შესრულებაზე პასუხისმგებელ დანაყოფად. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციებისა და სფეროში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2023 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია შშმ პირთათვის ადაპტირებული სერვისების დანერგვა/გაუმჯობესება, თანამშრომელთა გადამზადება, შშმ თემთან შეხვედრები, პოლიციის აკადემიაში სასწავლო მოდულის დანერგვა და სხვა ღონისძიებები, რომელთა განხორციელება აქტიურ ფაზაშია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე