სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის - ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, ეროვნული ვალდებულებების შესრულების დაჩქარების მნიშვნელობის შესახებ კონფერენცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ოსაძემ, ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით ეროვნული ვალდებულებების შესრულების დაჩქარების მნიშვნელობის შესახებ გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლმა და შვედეთის საელჩოს თანამშრომლობის განვითარების განყოფილების უფროსმა, მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ერიკ ილესმა.

„დისკუსიას ბავშვის ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით ძალისხმევის გაერთიანების მნიშვნელობის შესახებ ფასილიტაცია გაუწია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში და საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორმა, მარიამ ხანმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, გენერალური პროკურატურისა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი ოსაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომებსა და როლზე ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლაში, ისაუბრა ყოველწლიურ საინფორმაციო კამპანიაზე - „ნუ წაართმევ ბავშვობას“, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებზე. ასევე, ხაზი გაუსვა საკითხზე მომუშავე უწყებებისა და ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობის და კოორდინირებული მოქმედებების აუცილებლობას.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დიალოგის მხარდაჭერას და ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიმართულებით უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას.

კონფერენცია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა