ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ქორქია-საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში ღონისძიება ჩატარდა.

„სპორტის სასახლეში გამოფენილი იყო ქუთაისში მცხოვრები შშმ პირების მიერ შექმნილი ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები.

ამასთან, გაიმართა სპორტული აქტივობები შშმ პირების მონაწილეობით. შეჯიბრი ჩატარდა ჭადრაკში, შაშში, ნარდში, მკლავჭიდში, წოლჭიმსა და ბოჩაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის ქუთაისში ამ ფორმით აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა.

„ქუთაისის მუნიციპალიტეტში შშმ პირების მიმართულებით რამდენიმე პროგრამა მუშაობს. ეს პროგრამები ქალაქში მცხოვრებ შშმ პირთა დიდ უმრავლესობას მოიცავს, მიმართულია მათი უნარების განვითარებისკენ და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის.

დღეს ვნახეთ, ამ პროგრამების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. ასევე, სპორტის რამდენიმე სახეობაში შეჯიბრი გაიმართა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის ქუთაისში ამ ფორმით აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა",- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერიის ცნობით, ღონისძიება ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურისა და ახალგაზრდობისა და სპორტის განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე