სოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - დაუჭამიათ ერთმანეთი - სრული კატასტროფისკენ მიდიან, ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო, დიდხანს გაუგრძელდათ აგონია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაუჭამიათ ერთმანეთი, სხვა კომენტარს მათზე ვერ გავაკეთებთ. ეს პარტია მიდის სრული კატასტროფისკენ, ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო, დიდხანს გაუგრძელდათ აგონია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს უკვე საუბარია იმაზე, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს მალე გადააყენებენ თანამდებობიდან.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც მოხდება, დაუჭამიათ ერთმანეთი, სხვა კომენტარს მათზე ვერ გავაკეთებთ. მაგრამ, ფაქტია, ეს პარტია მიდის სრული კატასტროფისკენ, ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო დიდხანს გაუგრძელდათ აგონია. ამ 2024 წლის არჩევნებში, ალბათ, მათ ექნებათ რაიმე შედეგი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო არჩევნები, როცა ისინი რაიმე შედეგს მიაღწევენ.

დღეს უკვე წერენ, რომ სავარაუდოდ, ხაბეიშვილსაც მალე გადააყენებენ, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, რაც უნდათ ის უქნიათ. ეს იყო პარტია, რომელმაც ქართულ სახელმწიფოს უზარმაზარი დარტყმა მიაყენა, ოკუპანტისთვის ტერიტორიების ჩაბარებით, სისტემური წამების დამკვიდრებით, საკუთრების უფლების ხელყოფითა და საქართველოს საშინელი იმიჯის შექმნით მთელ მსოფლიოში. ამიტომ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც უნდა შეფასდეს მათი წარსული. შევაფასოთ და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მივიღოთ“, - განაცხადა სუბარმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს