საქართველოს მთავრობის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის“ სხდომა გაიმართა

დღეს საქართველოს მთავრობის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის“ სხდომა ჩატარდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი ხელმძღვანელობდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომის დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში - ვლადიმირ შკოლნიკოვმა; სხდომას ასევე დაესწრნენ კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.

სხდომის ფარგლებში დამსწრეებმა იმსჯელეს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის დადგენილებით შექმნილი თემატური სამუშაო ჯგუფების მიერ განხილულ თემებზე: ინკლუზიური განათლებისა და მუნიციპალიტეტებში საპარკინგე საშვების ერთიანი წესის შექმნის შესახებ.

სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია და ხაზი გაესვა შშმ პირთათვის არსებულ საჭიროებებს, რომელთა მოსაგვარებლადაც საკონსულტაციო საბჭო და კომიტეტი განაგრძობენ მუშაობას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო