ერაყში აშშ-ის საჰაერო თავდასხმას 5 ბოევიკი ემსხვერპლა

აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად ერაყის ქალაქ კირკუკთან ხუთი ერაყელი ბოევიკი დაიღუპა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ერაყის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს.

ერაყში ისლამური წინააღმდეგობის ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიკვიდირებულია მათი ხუთი წევრი და რომ აშშ-ის ძალებზე შურს იძიებენ.

აშშ-ის სამხედრო ძალებში ადასტურებენ, რომ დარტყმა გარდაუვალი საფრთხისგან თავდაცვის მიზნით განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ ერაყის ისლამური წინააღმდეგობის ძალებმა კვირას, აშშ-ის ძალებზე რამდენიმე თავდასხმის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა აიღეს.

ერაყის შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა 17 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში ვაშინგტონის მიერ ისრაელის მიმართ მხარდაჭერის გამო აშშ-ის ძალებზე განხორციელებულ 70-ზე მეტ თავდასხმაზე აიღეს პასუხისმგებლობა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო